ინტელის ტრენინგი

პორტფოლიო  



სასწავლო   პროექტის  გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათელა  ჯაფარიძე
რაიონი
ონი
სკოლა
სსიპ   სიმონ  სხირტლაძის  სახელობის  ონის  საჯარო  სკოლა
ქალაქი
ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
   ონის  მუნიციპალიტეტში  არსებული  დემოგრაფიული  მდგომარეობის ანალიზი   მონაცემთა  ბაზის  გამოყენებით
თემის შინაარსი
   მოსწავლეები  დაიყოფიან  ჯგუფებად,  დაინაწილებენ  შესასრულებელ  სამუშაოს;  მოიპოვებენ  ინფორმაციას  მუნიციპალიტეტში  არსებული  სამსახურებიდან  ონის  მოსახლეობის რაოდენობის  შესახებ.  მოაგროვებენ  ინფორმაციას  ყველა  რგოლიდან,  მოხდება  მონაცემების   დახარისხება/დამუშავება.   ამ  ინფორმაციის  მიხედვით  გააკეთებენ  პრეზენტაციებს  დიაგრამების  და   ცხრილების  გამოყენებით.  მოხდება  პრეზენტაციების  გაცნობა  ადგილობრივი   თვითმართველობის  ორგანოს  და  ყველა  დაინტერესებული  პირისათვის. პროექტის  დასრულების   შემდეგ  მოახდენენ  პროექტის  შეფასებას  და  თვითშეფასებას.
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
საშუალო  საფეხური,   კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ათი  დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.X.13.     მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებ მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, მითითებულ რესპონდენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით);
·        იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (მაგალითად, საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი, კატალოგი და სხვა).
მათ.X.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს;
  • ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას, მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
Ø  ფაქტობრივი  ცოდნის  მიღება
Ø  საინფორმაციო  ბროშურების  შექმნა
Ø  ურთიერთშეფასება  და  თვითშეფასება
Ø  ინფორმაციის  მოძიების  და  დამუშავების  უნარის  განვითარება
Ø  პრეზენტაციის  უნარის  განვითარება
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რამდენი მოსწავლე  გვესწრება  დღეს?
  • გვეხმარება თუ  არა  მათემატიკა  ყოველდღიურ  ცხოვრებაში?
  • მზად  ხართ  დავიწყოთ  მუშაობა  პროექტზე? 
თემატური კითხვები
  • რა  იცით  მონაცემების  შეგროვების  შესახებ?
  • იცით  თუ  არა   რა  არის  დემოგრაფიული   მდგომარეობა?
  • რამდენი   და-ძმა  გყავთ?
შინაარსობრივი კითხვები
  • რამდენი  ადამიანი  ცხოვრობს  მთელს  მუნიციპალიტეტში?
  • თქვენი აზრით რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს ონში?
  • თქვენი  აზრით  როგორ  შეიძლება  გავიგოთ  ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული  მოსახლეობის  რაოდენობის  შესახებ?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
კითხვა-პასუხი
დაკვირვება
გონებრივი  იერიში
ჩანაწერები
კომენტარი
პრეზენტაცია
შეფასების  რუბრიკა





შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

v  პროექტის  დაწყებამდე  გონებრივი  იერიშის  საშუალებით   შევაფასებ  მოსწავლეების  ცოდნას  დაგეგმილი  პროექტისათვის  საჭირო  უნარების  გამოსავლენად;
v  მოსწავლეთა  ბროშურის  მიხედვით  დავადგენ  მათ  მზაობას  პროექტის  დაწყებისათვის;
v  პროექტის  დასაწყისში  დავეხმარები  მოსწავლეებს  ჯგუფებად  დაყოფაში  და   ფუნქციების  გადანაწილებაში;
v   მოსწავლეები  თავიანთ  ჯგუფებში  დანიშნავენ   ჯგუფის  ლიდერებს;
v  პროექტის  მსვლელობისას  პერიოდულად  ვაკვირდები  თითოეული  ჯგუფის  მუშაობას;
v  მოსწავლეები  ახდენენ    მოპოვებული  მონაცემების დამუშავებას  და  თვალსაჩინოდ  წარმოდგენას;
v  ვაკვირდები  მოსწავლეებს  პრეზენტაციის  მომზადების  პროცესში  და  საჭიორებისამებრ  ვაძლევ  მითითებებს;
v  შედგება  შეხვედრა  სკოლაში, პრეზენტაციის  საშუალებით  მოხდება  მოპოვებული  ინფორმაციის  წარდგენა  სკოლის  დირექციის,  პედაგოგების, ადგილობრივი  თვითმართველობის  ორგანოების  და  ყველა  დაინტერესებული  პირისათვის;
v  მოსწავლეები  პრეზენტაციის  რუბრიკის  საშუალებით  მოახდენენ  შეფასებას;
v  პროექტის  ბოლოს  შევაფასებ  მოსწავლეებს  წარმოდგენილი  პრეზენტაციების,  მოპოვებულ  ინფორმაციაზე  მუშაობის   და   ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებთან  მუშაობის  უნარების  მიხედვით.
სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები


Ø  მოსწავლეები საშუალო  დონეზე  ფლობენ  ინფორმაციის  მოძიება/დახარისხების  უნარს;
Ø  მოსწავლეებს  აქვთ  პრეზენტაციის  მომზადებისათვის  საჭირო  საბაზისო  უნარები;
Ø  შეუძლიათ   მონაცემების  წარმოდგენა  დიაგრამების  საშუალებით.


სასწავლო პროცედურები

     პროექტის  დაწყებამდე  განისაზღვრება მოსწავლეების  მზაობა  პროექტის  განხორციელებისათვის,  რომელსაც  გამოვავლენ  გონებრივი  იერიშის  საშუალებით. იმის  დასადგენად,  თუ  რამდენად  კარგად  გაიგეს  მოსწავლეებმა  პროექტის არსი, დავავალებ  მოამზადონ საინფორმაციო  ბროშურა.  მოხდება  ფუნქცია/მოვალეობების   გადანაწილება  ჯგუფებში.  მოსწავლეები დაიყოფიან  ხუთ  ჯგუფად. 
    პირველ  ჯგუფს  დაევალება  ინფორმაცია  მოიპოვოს  ბოლო  ათი  წლის  მანძილზე  სკოლებში ბავშვთა  რაოდენობის  ცვლილების  შესახებ.  ინფორმაციის  მოპოვების  წყარო  ონის  მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო  რესურსცენტრი.  საჭიროებისამებრ  მოსწავლეები  ინტერნეტის  საშუალებით დაუკავშირდებიან      თანატოლებს  მუნიციპალიტეტის  სხვა  სკოლებში  და  მათი  საშუალებით  მიიღებენ  საჭირო  ინფორმაციას.
    მეორე  ჯგუფი ინფორმაციას  მოიპოვებს  მუნიციპალიტეტის  სოც.  სამსახურიდან  შობადობა-სიკვდილიანობის  მაჩვენებლის  შესახებ  ბოლო  ათი  წლის  მანძილზე.
    მესამე  ჯგუფი  ეწვევა  მუნიციპალიტეტის  საავადმყოფოს  სამეანო  განყოფილებას  და  და  ინფორმაციას  მიიღებს  ათი  წლის  მანძილზე  ბავშვების  დაბადების  მაჩვენებელზე.
    მეოთხე  ჯგუფი  ინფორმაციას  მოიპოვებს  მუნიციპალიტეტის  ბაგა-ბაღის  დირექტორისაგან,  ბაღში ბოლო  ათი  წლის  მანძილზე    ბავშვების  რაოდენობის  დინამიკასთან  დაკავშირებით.
     მეხუთე  ჯგუფი  ოთხი  ჯგუფისაგან  მოპოვებულ  ინფორმაციას  შეაგროვებს,  მოახდენს  მონაცემების  დამუშავება/დახარისხებას.  მონაცემების  თვალსაჩინოდ  წარმოდგენისათვის ააგებენ  დიაგრამებს;  მასალაზე  დაყრდნობით  გააკეთებენ  პრეზენტაციას.  სკოლაში  მოიწვევენ  სტუმრებს;  სკოლის  დირექციასთან,   პედაგოგებს, მშობლებს და  ადგილობრივი  თვითმართველობის  ორგანოს  წარმომადგენლებს  წარუდგენენ  პრეზენტაციას  მოპოვებული  ინფორმაციის  საფუძველზე.  შეხვედრაზე  იმსჯელებენ  პრობლემის  შესახებ  და  გაიმართება  დისკუსია  პრობლემის  გადაჭრის  გზების  ძიებაზე.  განსაკუთრებით  ნიჭიერი  მოსწავლეები  გაუწევენ  ხელმძღვანელობას კომპიუტერული  პროგრამების  საშუალებით  გაკეთდეს  ბუკლეტი  ონის  მუნიციპალიტეტში  დემოგრაფიული  მდგომარეობის  შესახებ .
    პროექტის  დასასრულს მოხდება  პროექტის  შეჯამება;  მოსწავლეები  შეაფასებენ  თავიანთ  ნამუშევარს,  მოახდენენ  ურთიერთშეფასებას  და  თვითშეფასებას.  ისაუბრებენ  რა  უნარ-ჩვევები  შეიძინეს  პროექტზე  მუშაობის  დროს.
    შეფასების  რუბრიკების  და  ჩეკლისტების  საშუალებით  მოვახდენ  მოსწავლეების  შეფასებას  და  პროექტის  ანალიზს.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
Ø  სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე  მოსწავლეს  (პრობლემა-  სწავლის  უნარის  დაქვეითება) გადაეცემა  თანაკლასელებისაგან  წინასწარ  მომზადებული  კითხვარი,  რომლის  დახმარებითაც   მოახდენს  ინფორმაციის  მოპოვებას  მუნიციპალიტეტის  რომელიმე  სამსახურიდან.

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
Ø  არაქართულენოვანი  მოსწავლეები  მოახდენენ  მონაცემების  წარმოდგენას  დიაგრამების  საშუალებით.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
Ø  მაღალი  აკადემიური  მოსწრების  მოსწავლეებს   პროექტის  შეჯამებისას  დაევალებათ  კოორდინაცია  გაუწიონ  პრეზენტაციის  მომზადების  პროცესს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

    ფოტოკამერა
   კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
    ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
    საბეჭდი მანქანა/პრინტერი
   პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
   ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
    მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
    ფოტო/სურათების დამუშავება
     ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
    ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
სერგი  მაკალათიას  წიგნი  -   მთის  რაჭა,  ფოტოები, ინტერნეტ  რესურსები
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები





რეფლექსია


 მესამე დღე
    საპატიო  მიზეზების  გამო (J) ტრენინგის  მესამე  დღე  ჩემთვის  პირველი  დღე  აღმოჩნდა.  არ  ვიცი  გვიან  ჩართვის  ბრალია,  თუ უბრალოდ   მეჩვენება,  ამდენი    სამუშაო  მასალის გაცნობის  შემდეგ    ჩემი  თვითშეფასება  მინუს  უსასრულობისაკენ  გაფრინდა.    დღის  ბოლოს ტრენერის  და  ჩემი ძვირფასი კოლეგების  დახმარებით მოვახერხე თავი ტრენინგის  სრულუფლებიან  წევრად  მეგრძნო.    ბროშურების,  პუბლიკაციების  და  და  პრეზენტაციების  შექმნაზე  ვიმუშავეთ.  გავიხსენეთ  ბლუმის  ტაქსონომია.   

მეოთხე დღე
ვისაუბრეთ  შეფასების  ინსტრუმენტებზე;  შევავსეთ  დროის  ჩარჩო.  განვიხილეთ  მოსწავლეთა  საჭიროებების  განსაზღვრისათვის  საჭირო  შეფასების  ფორმები.  ჩემი  თვითშეფასება  მაღლა  იწევს. J  ვისაუბრეთ სურათების, ვიდეოებისა და ფოტოების საქაღალდეზე.

მეხუთე  დღე
ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებებზე,  ინფორმაციის  სანდოობასა  და სამართლებრივ-ეთიკურ  ნორმებზე.   ტრენერმა  გაგვაცნო,  თუ  როგორ  მოვიპოვოთ  ინფორმაცია  სხვადასხვა    გზების  საშუალებით. 

მეექვსე დღე
დღე  დაიწყო  წყვილებში  მუშაობით,  გავაცანით  ერთმანეთს  ჩვენი  პროექტები,  გამოვიყენეთ  სტრატეგია  3-2-1  და  კოლეგებისგან  მივიღეთ  შენიშვნები  და  რეკომენდაციები.  განვიხილეთ  ინფორმაციის  გაცვლის  ტექნიკური საშუალებები

მეშვიდე  დღე
დავიწყეთ  პროექტის  გეგმების  განხილვა.  მივიღეთ  შენიშვნები  ტრენერისგან  და  კოლეგებისგან.  ვიმუშავეთ  google  drive-ზევისწავლეთ  მასალების  ატვირთვა.  იმედი  გამიჩნდა,  რომ   მე  შევძლებ  ამ  პროექტის  დაწერას. J


მერვე  დღე
ვაგრძელებთ  პროექტის  გეგმების   განხილვას.  გავითვალისწინეთ  მოსწავლეთა  სპეციალური   საჭიროებები.  გავაკეთეთ  ბლოგები  და  ვიმუშავეთ  მის  დიზაინზე.

მეცხრე  დღე
დავასრულეთ  მუშაობა  პორტფოლიოზე.  არ  მჯერა,  რომ  პროექტი  დავწერე   და  ტრენინგი  დამთავრდა.   ბევრი  რამ  ვისწავლე,  რაც  მომავალ  მუშაობაში  ძალიან  დამეხმარება.  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  და  ჩემს  კოლეგებს.     ზაფხულის  ცხელი, საინტერესო დღეები  გავატარეთ  ერთად.  მომავალ  ტრენინგამდე,  უფრო  სწორად,  მომავალ  პროექტამდე  გემშვიდობებით.  

No comments:

Post a Comment